1.
პროექტის
სახელწოდება: „ახალი
ზელანდია“ („New Zealand“)
2.
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეები
მოიძიებენ მასალას ახალ ზელანდიაზე, გაეცნობიან ქვეყნის ღირშესანიშნაობებს და გარკვეული
წარმოდგენა შეექმნებათ მასზე.
3.
პროექტის
აქტუალობა: მასალის
მოძიება ქვეყნის შესახებ, მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სოციალური
უნარ-ჩვევები. ისინი სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, ასევე უვითარდებათ ანალიტიკური
აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
4.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ,
შეაგროვონ ინფორმაცია ახალი ზელანდიის შესახებ, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, ამოწერონ
ქვეყნის დამახასიათებელი დეტალები.
5.
მოსწავლეთა
ასაკი: 15-17 წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
6 დღე.
7.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები იგებენ ახალი ზელანდიის შესახებ ინფორმაციას,
ეცნობიან მის კულტურას, ენას, ცხოვრების სტილს, ცნობილ ადამიანებს.
8.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი, რვეული, კალამი, ინტერნეტი.
9.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 - ჯგუფურად დაყოფა. თითოეული ჯგუფი ირჩევს მისთვის
საინტერესო მოსაძიებელ მასალას.
აქტივობა 2 - დავალების განაწილება.
აქტივობა 3 - პირველი ჯგუფი ეძებს ინფორმაციას ახალ ზელანდიაზე,
ეცნობიან დედაქალაქ ოკლენდს. ნახულობენ მთებს, ასევე ეცნობიან უძველეს ხალხს - მაორებს.
აქტივობა 4 - მეორე ჯგუფი ეძებს ინფორმაციას ახალი ზელანდიის სიმბოლოზე
ჩიტი „მაკაკა“.
ნახულობენ პოპულარულ ახალ ზელანდიელ პიროვნებებს, რომლებიც არიან: ფილმის
რეჟისორი პიტერ ჯექსონი,
მსახიობი რასელ კროუ,
სერ ედმუნდ მილერი,
მომღერალი კირი ტე კანავა.
აქტივობა 5 - მესამე ჯგუფის დავალებაა მოიძიონ ინფორმაცია მაორულ
ცეკვაზე „ჰაკა“,
ნახონ ახალ ზელანდიელი ხალხის საყვარელი სპორტის სახეობები: რაგბი,
სიმაღლიდან ხტომა,
კრიკეტი და ცურვა.
10.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია.
გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.
11.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნონა მელუა
No comments:
Post a Comment